ხაშურის საქალაქო სასამართლოში ,,თავისუფალი დემოკრატების" სარჩელის განხილვა დაიწყო, რომლითაც საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის გიორგი ცხადიაშვილის განთავისუფლებას აპროტესტებენ.
,,თავისუფალი დემოკრატები" ამტკიცებენ, რომ ცხადიაშვილის განთავისუფლება ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ხაშურის საკრებულომ ცხვედიაშვილი ფარული კენჭისყრით, საგანგებო სხდომაზე, 20 ივლისს გადააყენა თანამდებობიდან.
დღევანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის მოწმე დაიკითხა.
სხდომას ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და რეგიონალური სამსახურის უფროსი თამარ კეკენაძე დაესწრნენ.
სასამართლო განხილვა 22 სექტემბერს მოწმეთა დაკითხვით და მტკიცბულებათა განხილვით გაგრძელდება.