სერენა უილიამსი ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. დაძაბულ შეხვედრაში მან უფროსი და ვუნუს უილიამსი დაამარცხა.
შეხვედრა სამ სეტს გაგრძელდა და მსოფლიოს პირველი ჩოგანის გამარჯვებით, 6:2, 1:6, 6:3 დასრულდა.
ნახევარფინალში გავიდა იტალიელი რობერტა ვინჩიც, რომელმაც ფრანგ კრისტინა მლადენოვიცს მოუგო.