დღეს, 10 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა განახლდება.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დაიკითხება. ამის შესახებ ამავე საქმეზე ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ხაჟალიამ განაცხადა.
,,ე. წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმეზე შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოწმის სახით დაიკითხება , -აღნიშნა დავით ხაჟალიამ განუცხადა.
8 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის სახელი ბრალდების მხარის მოწმემ, მერაბ ბაღათურიამ ახსენა.
მისი თქმით, კორტების სპეცოპერაციის შემდეგ, მას ვანო მერაბიშვილმა დაურეკა და ზურაბ ვაზაგაშვილზე, ბონდო ფუთურიძეზე და ალექსანდრე ხუბულოვზე მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მოსთხოვა.ადვოკატ დავით ხაჟალიას თქმით, ვანო მერაბიშვილი თავად განმარტავს, როდესაც სასამართლოში დაიკითხება, თუ რას უკავშირდებოდა ეს სატელეფონო ზარი.