ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე ”მამულიჩა” სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
საქმესთან დაკავშირებით, წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე მე-12 დარბაზში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბრალდებულის ახლობლები ერთის ათის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ პროცესის დაწყებას.
საქმის პროკურორმა, გიორგი დავითაშვილმა პროცესამდე ცოტა ხნით ადრე სხდომა გადაიდებოდა და შენობა დატოვა. თუმცა მოგვიანებით კვლავ გამოცხადდა სხდომათა დარბაზში და მოსამართლე დავით კურტანიძის თანაშემწესთან მივიდა. ამის შემდეგ, სხდომათა დარბაზიდან ორივე მათგანი ახსნა-განმარტების გარეშე გავიდა.
ცოტა ხანში კი ცნობილი გახდა, რომ მე-18 დარბაზიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მედიის არც ერთ წარმომადგენელს მის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.
მამულაშვილის გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც იგი სასამართლოს ეზოში, ავტომობილში ჯდებოდა.
სასამართლოს პრესსამსახურში კი განმარტავენ, რომ მამულაშვილის საქმეზე წინასასამართლოს სხდომის სხვა დარბაზში გამართვის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა, კერძოდ, მე-12 დარბაზში არ მუშაობდა მიკროფონი, რის გამოც სხდომა ჩატარდა მე-18 დარბაზში.
კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.