ევროპის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრაში რუსეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლიხტენშტეინი გაანადგურა. სტუმრებმა 7 უპასუხო გოლი გაუშვეს.
მატჩის გმირად არტიომ ძიუბა იქცა, რომელმაც შეხვედრაში პოკერი შეასრულა, თითო ბურთი კი ლიხტენშტეინის კარში კოკორინმა, სმოლოვმა და ძაგოევმა შეაგდეს.