ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტეტის ფორვარდმა უეინ რუნიმ ახალი რეკორდი დაამყარა. ნაკრების შემადგენლობაში მან თავისი 50-ე გოლი გაიტანა.
ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრები გუნდების შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. რუნიმ შვეიცარიელტა კარში 83-ე წუტზე შეაგდო და ლეგენდარული ბობი ჩარლტონის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც ნაკრების შემადგენლობაში 49 გოლი ჰქონდა გატანილი.