სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა უწყების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ის რაც სამინისტროში გაკეთდა, დააფასა არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც.
,,2012 წლიდან იწერება ამ სისტემის ისტორია. ჩვენი სლოგანია ,,კანონი და ღირსება”. Aამ სლოგანზე ვმუშაობდით ძალიან დიდი ხანი, რომ ამ ორ სიტყვაში იყო ყველაფერი ნათქვამი. ის რაც გაკეთდა ამ სამინისტროში საზოგადოებამ დააფასა. Dდააფასა არა მხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც საუბრობს, რომ ძალიან სერიოზული, პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული პენიტენციალურ სისტემაში, პრობაციისა და მთლინად სამინისტროში”, _ მიმართა კახიშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს თანამშრომლებს.
ამასთან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, პენიტენციალური სისტემის 322 თანამშრომელი დაჯილდოვდა.