არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოვლინდა 4 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“. პუნქტის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა დარბაზით შემოვიდა სომხეთის მოქალაქე თ.ნ., რომლის კუთვნილი ხელბარგი მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს. ხელბარგში აღმოჩნდა 4404,91 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 66,67 გრამი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მგზავრს დაეკისრა ჯარიმა 4404,91 ლარის ოდენობით.