პერუელმა თავდამსხმელმა კლაუდიო პისარომ გერმანული ვერდერის მაისური კიდევ ერთხელ მოირგო. თავისი კარიერის განმავლობაში ბრემენულ კლუბს ის მესამედ დაუბრუნდა.
პისარო ვერდერში 1999-2001 და 2008-2012 წლებში თამაშობდა. ბოლო 3 სეზონი კი მან მიუნჰენის ბავარიაში გაატარა.
36 წლის პერუელი გერმანიის ექვსგზის ჩემპიონია. პერუს ნაკრებში კი მან სულ 81 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.