ბელარუსი ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკო ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში ბელარუსმა ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკო დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა და აზარენკოს გამარჯვებით, 6:3, 6:4 დასრულდა.
მომდევნო ტურში ის გერმანელ საბინა ლისიცკისა და რუმინელ სიმონა ჰალეპს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.