ზვიად სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ამის შესახებ, სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე განაცხადა.
სიჭინავას განმარტებით, მისი გადადგომის მიზეზი ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა, რომ პრეზიდენტის არჩევნების პროცესში არამარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს.
,,როცა ეგეთი განცხადებები კეთდება, რომ ყველა უნდა ჩაერიოს, ეს არასწორია და მე გადავდგები. მე არ მინდა ამაში მივიღო რაიმენაირი მონაწილეობა. მე არ მგონია, რომ აქ უკვე ვინმეს ვჭირდები და რამეს ვწყვიტავ, და რამეს ვაკეთებ“, - განაცხადა სიჭინავამ.
მანვე აღნიშნა, რომ კანონის მიხედვით პრეზიდენტის მოვალეობას ალექსანდრე ჩივაძე შეასრულებს.