იტალიის საფეხბურთო კლუბის ”მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა ფორვარდი მარიო ბალოტელი დიეტაზე დასვა, იტყობინება The Telegraph.
”მარიო კარგად ვარჯიშობს, მაგრამ მას სამი კილო ზედმეტი წონა აქვს. ამჟამად, იგი დიეტაზე იმყოფება და მინდორზე მაშინ გამოვა, როცა მზად იქნება”, - განაცხადა მიხაილოვიჩმა 2015 წლის აგვისტოს დასასრულს.
როგორც ცნობილია, ”მილანმა” ბალოტელი ”ლივერპულიდან” იჯარით აიყვანა. ფეხბურთელი”ლივერპულში” ”მილანიდან” 2014 წლის ზაფხულში 16 მილიონ დოლარად გადავიდა, მაგრამ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.
”წითლების” შემადგელობაში 28 მატჩი ჩაატარა. ყველა ტურნირში ფორვარდმა 4 გოლი გაიტანა და 7 ყვითელი ბარათი მიიღო. თავის კარიერის განმავლობაში ბალოტელი გამოდიოდა ასევე ”ინტერის” და ინგლისური ”მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში. 25 წლის თავდამსხმელის აქტივშია 33 მატჩი და 13 გოლი იტალიის ეროვნულ ნაკრებში.