მადრიდის რეალმა პარი სენ ჟერმენს კლუბის ლიდერის გაყიდვაზე უარი უთხრა. ამის შესახებ სპორტული პორტალი „გლობო“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუში პარიზილი კლუბი 150 მილიონ ევროს იხდიდა.
ახალი ფორვარდის შეძენის საკითხი დრის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ პარიზელთა ლიდერი ზლატან იბრაგიმოვიჩი მილანში გადასვლას აპირებს.
რაც შეეხება რონალდუს, მას ესპანეთის სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.