საფეხბურთო კლუბი პორტუ ლტოლვილთა დახმარების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი წერილით პორტუგალიურმა კლუბმა უეფას უკვე მიმართა. მიშელ პლატინისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილე კლუბმა მიგრანტთა დახმარების ფონდში ყოველი გაყიდული ბილეთიდან ერთი ევრო უნდა შეიტანოს. ამ დროისათვის ჩემპიონტა ლიგაში 32 კლუბი მონაწილეობს.