ამერიკის ღია პირველობა რაფაელ ნადალისთვის წარუმატებელი გამოდგა. ესპანელმა დაძაბული შეხვედრა მესამე ტურში იტალიელ ფაბიო ფონინისთან დათმო. შეხვედრა 5 სეტი გაგრძელდა და იტალიელის გამარჯვებით დასრულდა. მეოთხე ტურში გადასვლა შეძლო შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ, რომელმაც ბელგიელ რუბენ ბემელმანსს სამ სეტში სძლია. ქალტა შორის მეოთხე ტურში ბელარუსმა ვიქტორია აზარენკომ, იტალიელმა ფლავია პენეტამ და ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა გააღწიეს. შემდეგ ტურში აზარენკო ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოს შეხვდება, სტოსური კიპენეტას დაუპირისპირდება.