ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის მორიგ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შოტლანდიის ნაკრებს "დინამო არენაზე" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩში ანგარიში 38-ე წუთზე ვალერი ყაზაიშვილმა მჭედლიძის გადაცემის შემდეგ გაიტანა.
დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს "D" ჯგუფში 6 ქულა აქვს და ისევ ბოლოსწინა ადგილზე რჩება.
ბოლო შეხვედრა შოტლანდიის ნაკრებმა საქართველოში 8 წლის წინ ჩაატარა და 2:0 დამარცხდა.