გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც ,,ჯი-ეჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების ზომების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
გორში სამგზავრო ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ, ინფორმაციას ,,რუსთავი-2” ავრცელებს. დაშავებულები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შემთხვევა გორის ცენტრში საკონდიტრო ,,გედამში” მოხდა.