,,თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის მეუღლის, ნატალია ზოლოტავას ადვოკატი ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია კბილაშვილმა ,,რუსთავი 2” -ს დაუდასტურა.
კბილაშვილის ინფორმაციით, ის ჩართულია იმ სასამართლო დავაში, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, სადაც კახა ბენდუქიძის ქონების მემკვიდრედ აღიარებას ანასტასია გონჩაროვა ითხოვს.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და მას შემდეგ რაც მოსამართლე ჩათვლის, რომ არსებითად განსახილველად საქმე მზად არის, ჩაინიშნება პირველი სასამართლო სხდომა.
ბენდუქიძის შვილი ანასტასია გონჩაროვა პარალელურად მოსკოვშიც აგრძელებს სასამართლო დავას, სადაც მოსკოვის სასამართლომ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა დნმ-ის ანალიზის თაობაზე.