ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა. ჰოლანდიელებმა სახლში მინიმალური ანგარიშით წააგეს.
51-ე წუთზე პენალტი ზუსტად გილფი სიგურდსონმა დაარტყა. მანამდე, 33-ე წუთზე ნიდერლანდელებს მსაჯმა ფეხბურთელი გაუძევა. უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი ბრიუნო მარტინს ინდიმ მიიღო.
ქვეჯგუფის სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშით დასრულდა: ჩეხეთი-ყაზახეთი 2:1, თურქეთი-ლატვია 1:1.
7-ე ტურის შემდეგ ქვეჯგუფში 18 ქულით ისლანდია ლიდერობს, 16 ქულით მეორე პოზიციაზე ჩეხები არიან, მე-3 და მე-4 პოზიციებს კი ჰოლანდიელები და თურქები ინაწილებენ.