რაფაელ ნადალის განცხადებით, ჟურნალისტთა კრიტიკის გამო ის თავს მსოფლიოს 200-ე ჩოგბურთელად თვლის. „მე ვიგებ მატჩს და შემდეგ ვისმენ კრიტიკას. მესმის მუდმივად, რომ ცუდად ვთამაშობ და ბევრ შეცდომას ვუშვებ. ამის გამო თავი ზოგჯერ მსოფლიოს მეორასე ჩოგანი მგონია. სინამდვილეში ყველაფერი ასე ცუდად არ არის. ერთადერთი, რაც მამხნევებს, გულშემატკივრის მხარდაჭერაა. მე მათ სიყვარულს ვგრძნობ,“-აღნიშნა ესპანელმა.