ბრაზილიაში ფეხბურთის სამ ქომაგს 20-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის მიზეზი გასული წლის მაისში მომხდარი მკვლელობა გახდა.
სანტა-კრუსისა და პარანას შეხვედრისას ტრიბუნიდან ნასროლმა უნიტაზმა ერთ-ერთი ფანი იმსხვერპლა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით სანტა-კრუსის 3 გულშემატკივარი ტრიბუნაზევე დააკავა.