დღეს, 4 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში, დიდ დიღომში მდებარე "ლელო სარასენსის" სარაგბო ბაზას ოფიციალურად გახსნის.
"ლელო სარასენსი" კიდევ ერთი რაგბის ბაზაა, რომელიც რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოეწყო. მისი აშენებისთვის 5 მილიონ 640 ათასი ლარი დაიხარჯა.
ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და ორ სათამაშო მოედანს მოიცავს.
ბუნებრივ საფარიანი მოედანი 1 750 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მეორე ხელოვნურ საფარიანი სტადიონი სპორტსმენების სავარჯოშოდ არის მოწყობილი.
"ლელო სარასენსის" ტერიტორია სულ 2 ჰექტარს მოიცავს.