ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“. კერძოდ, 31 აგვისტოს, სგპ „სარფის“ ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული ამავე ქვეყნის მოქალაქე ნ.ს.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ 96 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების (Pregabalin) შემცველობის მედიკამენტი Symra აღმოაჩინეს.
სამი ანალოგიური შემთხვევა გამოვლინდა სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე 1 სექტემბერს. მებაჟე ოფიცრებმა 32 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Dafalgan Codeine აღმოაჩინეს საქართველოს მოქალაქე მ.ს.-ის ხელბარგში. ეჭვის საფუძველზე სომხეთის მოქლაქე ა.ი.-ის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: Piralgin - 178 აბი და Pentalgin - 57 აბი, ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.მ.-ს, ასევე ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, შარვლის სალტეში დამალული აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Piralgin - 60 აბი.
აღნიშნული საქმეეები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის მთავარ სამმართველოს და მარნეულის კრიმინალურ პოლიციას.