განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 2 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შემოსული სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ბ.-ის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მათ არადეკლარირებული, საერთო წონით 2887,73 გრ. ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. მგზავრს ნივთები სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა მოთავსებული. ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 145 685,98 ლარი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.