***ნარდის მსოფლიო ფედერაცია, საქართველოს ნარდის კლუბი, საქართველოს ნარდის ფედერაცია და “Europe-Bet.com” სიამაყით წარმოგიდგენთ: 2015 წლის 9 -13 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს ღია ჩემპიონატს ნარდში! ტურნირების სერია სტარტს იღებს 9 სექტემბერს 14:00 საათზე.
***ჩემპიონატი ნარდში, უკვე 9 წელია იმართება საქართველოში, ბოლოს 2014 წელს, იგი ჩაქვში ჩატარდა.
***გასულ წელს ტურნირზე შეიკრიბა 13 ქვეყნის 102 საუკეთესო მონარდე. მათ შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი აკიკო იაზავა (იაპონია), ექს-ჩემპიონი მაიკ სვობოდნი (აშშ), მსოფლიოს #1 მონარდე იაპონელი მასაიუკი მოჩიზუკი და სხვები. წელს მოლოდინი გაცილებით დიდია, ბათუმი 130 სტუმარს უმასპინძლებს.
*** 2015 წლიდან კი “Europe-Bet.com” გახდა „საქართველოს ნარდის კლუბის“ პარტნიორი. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2015 წლის ივნისში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ტურნირის საპრიზო ფონდისათვის „Europe-Bet“ 20 000 $ -ს გამოყოფს, რომელიც დაემატება საპრიზო ფონდს.
*** მთავარ ტურნირზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 530 $ -ს. ონლაინ უფასო და ფასიანი სატელიტების (ტურნირების) მეშვეობით, უკვე შესაძლებელია, „ევროპა-ბეთ“-ის საიტზე მთავარი ტურნირის ბილეთის მოგება. სატელიტებში უკვე ჩართულია ძალიან ბევრი უცხოელი მოთამაშე. თუმცა უცხოელ მოთამაშეებს სატელიტების გარეშეც ველოდებით, რომლებიც ადგილზე შეიძენენ ბილეთს.
*** მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ულამაზესი დღეები გაატარონ საქართველოს შავიზღვისპირეთში. სტუმრები ეცნობიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ღირსშესანიშნაობებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირი ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში.
*“ევროპა-ბეთის“ შესახებ
Europe-Bet.com დაარსდა 2010 წელს და იქცა უდიდეს დამოუკიდებელ ონლაინ თამაშების ოპერატორად საქართველოსა და მთელს რეგიონში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, როგორებიცაა: ტოტალიზატორი, პოკერი, Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, მობილური ონლაინ თამაშები და კლასიკური თამაშები. პირველივე დღეებიდან Europe-Bet.com-მა შემოგვთავაზა დამოუკიდებელი ონლაინ პოკერ რუმი და ორგანიზება გაუწია ტურნირების სერიებს. 2015 წელს გახდა „World Poker Tour“-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ამავე წელს, „ევროპა-ბეთი“ შეიძინა „ბეთსონ ჯგუფმა“, რომელიც 50 წლიანი გამოცდილებით სათამაშო ბიზნესში ლიდერი კომპანიაა.
**“Betsson Group“ -ის შესახებ
„Betsson Group“ წარმოადგენს ლიდერ მოთამაშეს სკანდინავიისა და ნიდერლანდების აზარტული ონლაინ თამაშების ბაზარზე, აერთიანებს 20-ზე მეტ ბრენდს გლობალურად. Betsson ახორციელებს მულტი-ბრენდულ სტრატეგიას, მათ შორის რამდენიმე ისეთი ძლიერი ლოკალური ბრენდით, როგორიცაა www.betsson.com, www.betsafe.com, www.nordicbet.com, www.triobet.com, www.kroon.com. ზოგიერთი ბრენდი წარმოდგენილია მხოლოდ ერთ ბაზარზე, თუმცა ზოგი ფუნქციონირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში Betsson ძირითადად წარმოდგენილია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აგრეთვე, Betsson ფლობს ადგილობრივ ლიცენზიას ესტონეთში, ოპერირებს თურქეთში B2B პარტნიორის მეშვეობით. პორტფოლიოში „ევროპა-ბეთის“ ბრენდის დამატებით, „Betsson Group“ აგრძელებს თავისი სტრატეგიული პოზიციის გამყარებას რეგიონში.