ხელვაჩაურში ქალი მოკლეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებაში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.
არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე ქალს ყელი აქვს გამოჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ასევე ერთი თვითმხილველიც დაჭრა. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.