ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. მესამე ადგილისთვის იგი ბექა ღვინიაშვილს დაუპირისპირდა და იპონით სძლია.
ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრამდე ღვინიაშვილი ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა, ლიპარტელიანმა კი 1/4-ფინალში ბრძოლა სამხრეთ კორეელ ხან დონგ გვაკთან დათმო და შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელ აარონ ჰილდერბრანდს აჯობა.
ნახევარფინალამდე ღვინიაშვილმა სუფთად უკრაინელ ქუანჯოუ ნჰაბალის, პოლონელ პატრიკ ციემოჩსკის და სერბ ალექსანდერ კუკოლჟს აჯობა, მეოთხედფინალში კი იაპონელ მაშუ ბაკერი დაამარცხა.
ვალერი ლიპარტელიანმა ტურნირზე საწყის შეხვედრებში არაბული საემიროების წარმომადგენელ მიხაელ მარკიტანის, ამერიკელ იაკობ ლარსენს, ფრანგ ალეხანდრე იდირს სუფთად მოუგო.
დღესვე, მეორე ბრძოლა დათმო და მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ესტერ სტამი, რომელიც ქალთა ტურნირში 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.
საქართველოს ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული.