საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე დარბაზი საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დიღომში მდებარე ძიუდოს დარბაზი სრულადაა აღჭურვილი, რასაც სპორტსმენები აქამდეც იმსახურებდნენ.
„საქართველოს ძიუდოს ფედერაციას დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე დარბაზი გადაეცემა, რომელიც სრულადაა აღჭურვილი. ჩვენი ძიუდოისტები აქამდეც იმსახურებდნენ ასეთ დარბაზებს. მინდა, სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ძიუდოს დარბაზს „თბილისი 2015“-ის პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა რეაბილიტაცია.