იოზეფ ბლატერი ირწმუნება, რომ ფიფაში კორუფცია არ არის. ვრცელი ინტერვიუ მან BBC-ის მისცა. „მე ვიცი, რა გავაკეთე და რა არ გავაკეთე. მე მაქვს ნამუსი და ვარ წესიერი ადამიანი. მე სუფთა ვარ. ფეხბურთში არანაირი კორუფცია არ არის, არც ფიფაში, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ პირებს, ვინც თანამდებობა ბოროტად გამოიყენა,“-აღნიშნა ბლატერმა. 79 წლის შვეიცარიელი ფიფას პრეზიდენტად მე-5 ვადით მაისში აირჩიეს, თუმცა კორუფციული სკანდალის გამო მან 2016 წელს პოსტის დატოვების პირობა დადო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ კორუფციის ბრალდებით ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა.