ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძის კანდიდატურას წარადგენენ.
გადაწყვეტილება მათ არველაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელიც ერთი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
არველაძემ ვეტერან ფეხბურთელებს ფეხბურთის განვითარების საკუთარი 4-წლიანი გეგმა გააცნო, რის შემდეგაც მან შეხვედრა დატოვა.
შეხვედრაზე დარჩენილმა ვეტერანებმა კი ღია კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ მხარი არველაძისთვის დაეჭირათ.