მარია შარაპოვა რუსეთის უმდიდრეს ქალბატონთა შორის მე-8 ადგილს იკავებს. რეიტინგს ჟურნალი ფორბსი დღევანდელ ნომერში აქვეყნებს. 28 წლის ჩოქგბურთელის ქონება დღეისათვის 240 მილიონ დოლარადაა შეფასებული. რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზრაურებად სპორტსმენებს, ამ კატეგორიაში შარაპოვა უცვლელი ლიდერია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან 29,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.