ბარსელონას მცველს, პიკეს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის მიზეზი ატლეტიკოსთან დაპირისპირებისას მომხდარი ინციდენტი გახდა. პიკემ გვერდითა მსაჯს დედა შეაგინა, რის გამოც მას ბოდიშის მოხდა მოუხდა. „ეს ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია ლაინსმენის გრძნობების შეურაცხყოფა. მე ეს არ მინდოდა,“-განაცხადა ბარსელონას მცველმა, თუმცა მსაჯის შეურაცხყოფისთვის მას შემდგომი 4 თამაშის გამოტოვება მაინც მოუწევს.