მანჩესტერ სიტიმ კიდევ ერთი ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა. მომავალი სეზონიდან ინგლისურ კლუბში ვალენსიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი ნიკოლას ოტამენდი ითამაშებს. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სიტიმ მასში 45 მილიონი გადაიხადა.