ცოტნე გამსახურდიმ შიმშილობა დაიწყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობა ბრალის წაყენების შემდეგ გამოაცხადა.
ბექაური გამსახურდიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
შეგახსენებთ, რომ გამსახურდიას განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება ბრალი.
მას აღმკვეთი ღონისძიების სახით სავარაუდოდ, ორთვიან წინასწარ პატიმრობას ხვალ, 30 ოქტომბერს შეუფარდებენ.