ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის მერაბ ჟორდანიაც იბრძოლებს, - ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჟორდანიამ უკვე დაადასტურა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ასევე დაფიქსირებული აქვთ ლევან კობიაშვილსა და რეზი არველაძეს.
ფეხბურთის ფედერაციაში ოფიციალურად არცერთი განაცხადი არ არის დარეგისტრირებული. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 7 სექტემბერია. არჩევნები 3 ოქტომბერსაა დაგეგმილი.