პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ნიუ იორკის ტრამპ თაუერში ბინა შეიძინა. ამის შესახებ The New York Post იტყობინება. 233 კვადრატულ მეტრ ფართში მან 18,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ბინაში მანამდე მილიარდერი ალესანდრო პროტო ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენაძენი რონალდუს მომავალ კარიერას უკავშირდება. 2018 წლიდან, როდესაც ესპანეთის სამეფო კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება, პორტუგალიელმა კარიერა შესაძლოა ნიუ იორკ სიტიში ან რედ ბულსში გააგრძელოს.