მაიკლ ჯორდანის სახელის გამოყენება სარეკლამო მიზნით 10 მილიონი დოლარი ეღირება. ამის შესახებ ლეგენდარული კალათბურთელის აგენტმა დევიდ ფოლკმა განაცხადა. ამჟამად ჯორდანის წარმომადგენლებს სარჩელი კომპანია Dominick's Finer Foods-ის წინააღმდეგ აქვთ შეტანილი. კომპანიამ ჯორდანის სახელი სარეკლამო მიზნით 2009 წელს გამოიყენა.