ფიფას მოქმედი პრეზიდენტი უეფას პრეზიდენტს შატნაჟში ნადანაშაულებს. იოზეფ ბლატერის მტკიცებით, მიშელ პლატინი მის ძმაზე, 80 წლის პეტერ ბლატერზე ზეწოლას ახორციელებდა. „ის ეუბნებოდა ჩემს ძმას: უთხარი ზეფს, რომ გადადგეს, თორემ ციხეში ჩაჯდება,“-განაცხადა ბლატერმა გამოცემა de Volkskrant-სთვის მიცემულ ინტერვიუში. იოზეფ ბლატერი კორუფციულ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც შვეიცარიის პოლიციამ თაღლითობის, ფულის გამოძალვისა და კორუფციის ბრალდებით ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრა. ხმაურიანი სკანდალის მიუხედავად, ფიფას პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც მომავალი წლის 26 თებერვალს გაიმართება, ბლატერი პოსტს შეინარჩუნებს.