ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში ატლეტიკომ ბარსელონა გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ბილბაოში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. ანგარიში მე-13 წუთზე მიკელ სან ხოსემ გახსნა, არიც ადურისმა კი კატალონიელთა კარში 3 ბურთი შეაგდო. საპასუხო შეხვედრა ნოუ კამპზე 17 აგვისტოს გაიმართება.