რაფაელ ნადალი სერია „მასტერსის“ ტურნირს გამოეთიშა. მონრეალის ღია ტურნირის მეოთხედფინალში ესპანელი ჩოგბურთელი იაპონელმა კეი ნისიროკიმ დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა და იაპონელის გამარჯვებით, 6:2, 6:4 დასრულდა. ნახევარფინალში ნისიროკი ბრიტანელ ენდი მარეის დაუპირისპირდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 3,5 მილიონ დოლარს შეადგენს.