ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსისთვის ბარსელონას ფორვარდები ლიონელ მესი და ლუის სუარეს, ასევე, მადრიდის რეალის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ. ამის შესახებ უეფა იტყობინება. პირველ ათეულში მოხვდნენ ჯანლუიჯი ბუფონი, ნეიმარი, ედენ აზარი, ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი, კარლოს ტევესი და პოლ დროგბა. ტიტულის მფლობელის ვინაობა 27 აგვისტოს მონაკოში გაირკვევა. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს 53 ჟურნალისტისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.