დღეს, 1-ელ მაისს, ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის გათამაშებაში ქალ ჩოგბურთელთა შორის ნახევარფინალი გაიმართება. ტურნირის ფორმატის მიხედვით, ნახევარფინალში ჯგუფის ორ-ორი მოწინავე გადის, რომლებიც 1-ელ მაისს ერთმანეთს ჯვარედინი სისტემით დაუპირისპირდებიან. ფინალში გასული ორი გუნდი ავტომატურად ევროაფრიკული ზონის პირველი ჯგუფის საგზურებს მოიპოვებს.
ერევანში დაწყებული ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის გათამაშება საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მარცხით დაიწყო. ლალი ზერეკიძის გუნდმა ფინეთის ნაკრებთან 1:2 წააგო. ოქსანა კალაშნიკოვამ ერთულებში რეიტინგში 540-ე პოზიციაზე მდგარ პიია სუომალაინენთან - 4:6, 2:6 წააგო, შემდეგ კი წყვილებშიც, ანა ტატიშვილთან დუეტში ემა ლაინესა და იმავე სუომალაინენის ტანდემთან 5:7, 2:6 დამარცხდა.
ქართველ ჩოგბურთელთა ერთადერთი გამარჯვება მსოფლიოს 155-ე ჩოგანს ანა ტატიშვილს ეკუთვნის, რომელმაც 425-ე საფეხურზე მყოფ ლაინეს ორ სეტში 6:4, 6:3 მოუგო.
ქართველ ჩოგბურთელებს ჯგუფიდან ნახევარფინალში გასასვლელად ორივე დარჩენილ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდებათ.
30 აპრილს საქართველო-ნორვეგიის მატჩი გაიმართა.
ტურნირის ფორმატის მიხედვით, ნახევარფინალში ჯგუფის ორ-ორი მოწინავე გადის, რომლებიც 1-ელ მაისს ერთმანეთს ჯვარედინი სისტემით დაუპირისპირდებიან. ფინალში გასული ორი გუნდი ავტომატურად ევროაფრიკული ზონის პირველი ჯგუფის საგზურებს მოიპოვებს.