ქედაში ავტოავარიის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა და ერთი მამაკაცი დაშავდა. იგი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
,,პიიკაპის" ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა.
მანქანა კურორტ ბეშუმიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე აღიძრა 276-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით, რაც გულისხმობს ”ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”.