ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე სასამართლო განხილვა დღეს ისევ მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. უკვე დაიკითხა ერთ-ერთი სამედიცინო ექსპერტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერის სხეულზე დაზიანებები სიცოცხლის პერიოდშია მიყენებული. ექსპერტ-კრიმინალისტების გარდა გუშინ “თბილგაზის” წარმომადგენელიც დაკითხეს, რომლის მტკიცებითაც, საბურთალოს ქუჩას ჟვანიას გარდაცვალების ღამეს რამდენიმე საათით გაზი არ მიეწოდებოდა. ჟვანიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ და ვერტიქტი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.საქმესთან დაკავშირებით ბრალი ექსპრემიერის დაცვის ყოფილ უფროსს, კობა ხარშილაძეს და დაცვის ყოფილ წევრს, მიხეილ ძაძამიას აქვთ წარდგენილი. გამოზიება მათ სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.