ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის სასამართლო განხილვა დღეს გაგრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა ჩანიშნული. საქმე 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება, რასაც ზურაბ ვაზაგაშვილი ემსხვერპლა. მის დაღუპვაში ძალოვანი უწყების ყოფილ მაღალჩინოსნებს ედებათ ბრალი.