საქალაქო სასამართლო დღეს იური ვაზაგაშვილის საქმეზე იმსჯელებს. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევას დაეთმობა. როგორც ეჭვმიტანილი გია სოსანაშვილის ადვოკატი აცხადებს, საქმეში ბევრი უზუსტობაა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას გამორიცხავს. სოსო ჯოგლიძე საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. მის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გია სოსანაშვილია.