560 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩინეს მგზავრის ბარგში საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა. 28 ივლისს, „სარფის“ ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქე მ.ა.-ის რისკის პროფილის საფუძველზე პირადი დათვალიერებისას, მათ 560 აბი Actifed იპოვეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.