ზურაბ ჟვანიას გარადაცვალების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მოწმეები დაკითხეს გუშინაც. ნაფიცი მსაჯულების წინაშე ექსპერტი ლევან ჩაჩუა წარსდგა და დეტალურად გაიხსენა, თუ რა დაზიანებები შენიშნა ექსპრემიერის ცხედარზე. დაკითხეს ექსპერტიზის მონაწილე სხვა პირებიც და ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ძაძამიას მეგობარი ქალბატონი, რომელმაც კონსპირაციულ ბინაზე ისაუბრა. ზურაბ ჟვანიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მათ ვერდიქტი კვირის ბოლოსტვის უნდა გამოიტანონ.