ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ მისაქციელში მომხდარი ავარიისას ავტომობილს ერთ-ერთი თანამშრომელი მართავდა
ევროკავშირის წარმომადგენლობა მისაქციელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმიანება და დიპლომატიური უწყება ადასტურებს, რომ მომხდარი ავარიისას ავტომობილს მათი ერთ-ერთი თანამშრომელი მართავდა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მოზარდის დაღუპვის გამო. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი სრულად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან და გამოძიების მიმდინარეობის გამო დამატებითი კომენტარის გაკეთებას ვერ შეძლებენ.
,,საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და მისი თანამშრომლები უსამძიმრებენ მოზარდის ოჯახს, რომლის სიცოცხლე ტრაგიკულმა შემთხვევამ შეიწირა და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მისაქციელში მომხდარ ავარიას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.