400 მეტრზე ვაჟთა შორის თავისუფალ ყაიდით ცურვაში ირაკლი კვარაცხელიამ პირადი შედეგი 11 წამით გაამჯობესა. ამის მიუხედავად, ირაკლი კავარცხელია ½ ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა.
მისი დრო 4:06:27 იყო, რამაც საბოლოოდ კავარცხელიას მხოლოდ მე-19 ადგილის დაკავების საშუალება მისცა. მხოლოდ 37-ე ადგილს დასჯერდა გიორგი ჭუმბურიძე.
ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო შედეგი ესპანელმა სესარ კასტრო ვალემ (valle cesar castro) აჩვენა. მისი დროა 3:57: 64 . გამარჯვებულს მხოლოდ 7 მეასედით ჩამორჩა უნგრელი რიჩარდ მარტონი (Richard Marton)
½ ფინალები და ფინალები 17:00 საათზე დაიწყება.